სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ბუნება ქართველ  რომანტიკოსთა შემოქმედებაში

პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოსწავლეები გაამთლიანებენ სხვადასხვა ნაწარმოებში შესწავლილ ბუნების თემას და გაარკვევენ მათი გამოყენების  მიზანს.

პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღვივებს  ინტერესს რომანტიკოსთა პოეზიისადმი.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებს  განუმტკიცდებათ ძიების, კვლევისა და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები. მოახდენენ ნაშრომის პრეზენტაციას.

მონაწილეთა  ასაკი: 16-17  წელი

პროექტის ხანგრძლივობა: ერთი კვირა

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში  განმტკიცდება თანამშრომლობითი  ურთიერთობა.  დაეუფლებიან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.                                                            
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა  და  ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, კომპიუტერი,  ინტერნეტი . 

 პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): 

      აქტივობა 1  თემის  შერჩევა ;   მოსწავლეებს შესწავლილი  აქვთ  რომანტიკოსთა  შემოქმედება. განსაკუთრებული  ინტერესი  გამოიწვია ბუნების თემამ, რადგან ბუნება  „გულდახურულთათვის“ მარტო ჭვრეტისა  და  ტკბობის  საგანი კი არ არის, არამედ ერთგვარი აქტიური პოზიცია, რომლითაც გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ეროვნული და  საკაცობრიო  პრობლემებისადმი.    

           აქტივობა 2  
                                                                                                       
სამუშაო ჯგუფების  შექმნა:  თითოეული  ჯგუფი  ცალ-ცალკე  იმუშავებს  ზემოთ დასახელებულ  პოეტთა შემოქმედებაზე.  განიხილავენ იმ ნაწარმოებებს, რომლებშიც აქტუალურია ბუნების თემა.                                                                                                 
(მუშაობა წარიმართება ჯგუფებში, ინდივიდუალურად, ყველას მიეცემა კონკრეტული დავალება.)     
                                      
         აქტივობა 3

ჯგუფის პრეზენტატორები   წარმოადგენენ  ნამუშევრებს.  გამოიკვეთება მთავარი სათქმელი - რა ფუნქცია  აკისრია ბუნებას  რომანტიკოსთა  პოეზიაში: ბუნება რომანტიკოსთა მეგობარი და დარდის გამქარვებელია,   პეიზაჟით გამოიხატება პერსონაჟის განწყობა, ბუნებით გადმოიცემა ეროვნული და  საკაცობრიო  ტკივილები.       
                           
         აქტივობა 4

ერთ-ერთი მოსწავლე ცოდნის განმტკიცებისა და თვალსაჩინოების მიზნით წარმოადგენს სქემას, სადაც გამოკვეთილი იქნება ბუნების ფუნქციები რომანტიკოსთა შემოქმედებაში.
           
აქტივობა 5

მოვასმენინებ ქალაქურ- ხალხურ სიმღერას „მორბის არაგვი“. შეიძლება თვითონ ბავშვებმაც შეასრულონ ეს სიმღერა.
               
აქტივობა 6

პროექტის შემაჯამებელი სქემა

კრიტერიუმები
დაბალი 1-4
საშუალო 5-6
კარგი 7-8
მაღალი 9-10
მიზანი
არ გამოიკვეთა მიზანი.
მიზანი თვალსაჩინოდ არ გამოიკვეთა.
მიზანი გამოკვეთილია, მაგრამ საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
მიზანი გამოკვეთილია თვალსაჩინოდ და ყველასათვის  გასაგებად.
ორგანიზება
არ არის ორგანიზებული.
სუსტად არის ორგანიზებული.
 ორგანიზებულია,  მაგრამ ჩართულობა  არაა საკმარისი.
ორგანიზებულია სრულყოფილად. ყველა ერკვევა თავის ფუნქციაში.
კვლევა
არ ჩანს კვლევის უნარ-ჩვევები
 კვლევა სუსტი და ბუნდოვანია. საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
მოსწავლეები კარგად ფლობენ კვლევის უნარ-ჩვევებს.
კვლევა სრულყოფილია. მოძიებულია მრავალმხრივი ლიტერატურა.
დასკვნები
შედეგი გაურკვეველია.
შედეგი ჩანს, მაგრამ  ზოგ შემთხვევაში არ არის მკაფიო.
შედეგი კარგადაა გამოკვეთილი, მოსწავლეები სწორად აანალიზებენ თემას.
შედეგი მრავალმხრივი და სრულყოფილია. ამომწურავადაა განხილული თემა.

   ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებ (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობის და ა.შ. თვალსაზრისით;
·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
·         ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
·         ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას  და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;
·         იყენებს ჩანაწერებს (ანოტაციებს) ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანამიმდევრობით დასალაგებლად;


ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
·         წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ წარმოაჩენს თავის შემოქმედებით, ესთეტიკურ დამოკიდებულებას ტექსტისადმი;
·         მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.;
·         განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
·         წერს ლიტერატურულ ესეის, რომელშიც ახასიათებს პერსონაჟს ან განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას;
·         განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს;

პროექტის ხელმძღვანელი:    ვერა კუკულაძე

        ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: kukuladzevera@gmail.com   



No comments:

Post a Comment