გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე  ბეთანიის ეკლესიაში“
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა/ვერა კუკულაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური/მე-11კლასი
მოსწავლეთა პროფილი
9  მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü  ორი ეპოქის შედარება-შეპირისპირება;
ü  ჯგუფში მუშაობა;
ü  ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება, მომზადება წერითი დავალების შესასრულებლად,
ü  ინტეგრირება ისტორიასთან.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
Ø  ტექსტის გაცნობა-გააზრება;
Ø  დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø  ავტორის იდეებისა და განწყობილების წვდომა - შეფასება.
Ø  ამოიცნობენ მხატვრულ ხერხებს

ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:
·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
·         აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
ქართ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.

შედეგი  თვალსაჩინოა , თუ  მოსწავლე:
·         მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ: ფონოლოგიური ფიგურები (ალიტერაცია,ასონანსი), სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია), სინტაქსური ფიგურები;
·         აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან;
·         ამოიცნობს რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად;
·         პოულობს ლექსში ევფონიის შექმნის საშუალებებს;
·         მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
წინარე ცოდნა
v  იციან  გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფია;
v  ლექსი „იარალის“;
v  თამარის ეპოქა, რუსთაველი;
v  მხატვრული ხერხები
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ გავაცნობ შეფასების რუბრიკას. აქტივობებში ჩართულობების ხარისხი, მსჯელობის დამოუკიდებლობა, სიზუსტე და დამაჯერებლობა.
გამოვიყენებ როგორც  განმავითარებელ, ისე განმსაზღვრელ შეფასებას.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო მასალა: ვახტანგ როდონაია, მე-11 კლასის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, თვალსაჩინოებები, სქემა:„ ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“.
ტექნიკური რესურსი: ინტერნეტი, პროექტორი. ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
A ფაზა-გამოწვევა.

I აქტივობა  - 5 წუთი
 კლასს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს. ვსვამ კითხვას, რა იციან თამარ მეფის ,მისი ეპოქისა და ფრესკების შესახებ.

II აქტივობა - 10 წუთი
 ვყოფ ჯგუფებად. გავაცნობ სქემას: „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.“ ავსებენ I-II სვეტებს.

B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება.

III  აქტივობა - 10 წუთი
 თამარ მეფის ეპოქის გაცნობის შემდეგ ვატარებ მინი ლექციას. ვაჩვენებ თამარის
 ფრესკებს, რომლებიც შემორჩენილია მხოლოდ ოთხ მონასტერში. ვესაუბრები  ბეთანიელი  ლაზარეს  შესახებ, რომელიც პასექამდე 6 დღით ადრე იესომ აღადგინა მკვდრეთით.

IV აქტივობა - 3 წუთი
 შემდეგ ინდივიდუალურად წავაკითხებ ლექსს.


C ფაზა-რეფლექსია.

V აქტივობა  - 15 წუთი
გააზრებული კითხვის, ანალიზისა და კვლევითი  უნარების  განვითარებით  მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, თუ  რისი  თქმა  უნდოდა პოეტს, თუ რატომ დაუკავშირა აღდგენა-განახლების სიმბოლო ბეთანია დიდება- უკვდავების ფერუცვლელ ხატებას- თამარ მეფეს.
   ბეთანიის დიდების რწმენა „ახალი აღთქმიდან“ მომდინარეობს და ბეთანიელი ლაზარე ქართული ენის სიმბოლოა. შემაჯამებელი დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ III  სვეტს- ვისწავლე.

 VI აქტივობა -2 წუთი

  საშინაო დავალება: ლექსი ზეპირად-სასურველი ადგილები. ამოიწერონ ლექსიდან  მხატვრული სამკაულები და გაარკვიონ მიზანი

No comments:

Post a Comment